მანავის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიებების კვირეული გაიმართა
02-11-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში ლამაზი და მრავალფეროვანი საშემოდგომო ზეიმების კვირეული - „შემოდგომის ფერადი ფერები“ გაიმართა.

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, დამრიგებლების: ირმა აფციაურის, ნანული ავაქიშვილის, ანა რცხილაძის, მანანა როსტომაშვილის, მაკა ყორღანაშვილის, ხათუნა ქევხიშვილის და ციცინო ბორაშვილის ხელმძღვანელობით მრავალფეროვანი აქტივობები წარადგინეს.

„სკოლის დერეფნები შემოდგომის ფერადი ფერებით აივსო, მოეწყო კახური ჭირნახულის კუთხე, ფოლკლორული ნივთებით გაფორმებული, ბუნებრივი მასალებით შექმნილი ნამუშევრები; ნახატების გამოფენა - „სხვანაირი შემოდგომა იცის ჩვენში“ რითაც აჩვენეს თუ რა მადლიანი შემოდგომაა კახეთში ჭირნახულის სიუხვისა თუ მხატვარი ბუნების ჯადოსნური პალიტრის წყალობით. გაიმართა საზეიმო მხიარული წარმოდგენები, წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს და იმღერეს; სასიამოვნო განწყობა დიდხანს გაყვება სასკოლო ცხოვრებას“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203