ჭანჭათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს ღონისძიება მიუძღვნეს
02-11-2022
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი ღონისძიებებით აღინიშნება.
ამჯერად, აქტივობა მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში უდიდესი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ გულშიჩამწვდომი სიტყვებით, ლექსებითა და იმპროვიზაციებით მადლობა გადაუხადეს თავიანთ მასწავლებლებს. სამადლობელი სიტყვებით აღინიშნა მასწავლებლის ლარისა ჭყონიას, ჩვენს სკოლაში, 50 წლიანი უწყვეტი მოღვაწეობა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ლარისა მასწავლებელს ხანგრძლივი სიცოცხლე და კვლავ ახალგაზრდული ენერგიით მუშაობა უსურვეს.
ღონისძიების ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეთერ ცინცაბაძე იყო.
„მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს იღებს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან. ამ დღის დაწესება მიზნად ისახავს მასწავლებლის მხარდაჭერას და აღნიშნავს მის უდიდესს წვლილს. მასწავლებლობა ყველაზე ძველი პროფესიაა. მასწავლებელი იყო პირველი დამრიგებელი, რომელიც უხსოვარი დროიდან ასწავლიდა მოზარდ თაობას. იქიდან მოყოლებული დღემდე ვითარდება, იხვეწება და სრულყოფილი ხდება მასწავლებლის პროფესია. სწორედ, მასწავლებელზეა დამოკიდებული მომავალი მოქალაქის ბედი. ვინ მოსთვლის, რამდენ მასწავლებელს თავისი, თუნდაც ერთი, გულისხმიერი სიტყვითა და ტაქტიანი მოპყრობით შემოუბრუნებია გზას აცდენილი მოზარდი“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს