„ვინ უფრო კარგად იცნობს გოგებაშვილს?“- ჩიბათის საჯარო სკოლაში ვიქტორინა გაიმართა
02-11-2022
ზაზა სულაბერიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარება და ცოდნის გაღრმავება მასწავლებელთა პრიორიტეტია.
სკოლის მკითხველთა კლუბი „ნაკადული“ იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო კვირეულს გამოეხმაურა და ვიქტორინა - „ვინ უფრო კარგად იცნობს გოგებაშვილს“ მოაწყო.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. კლუბის წევრებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„ნაკადულის“ ხელმძღვანელი მარიკა ჩხაიძეა.
„დღევანდელ შეხვედრაზე მოეწყო ვიქტორინა, კლუბის წევრებმა წაიკითხეს მაისურაძის მოთხრობა ,,აი ია“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს