დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლა დირექტორ მანანა ხაზალიას გლოვობს
02-11-2022
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლა დირექტორს, მანანა ხაზალიას გლოვობს. 

მანანა ხაზალიამ ქვეყანას არაერთი ღირსეული თაობა აღუზარდა. ის სკოლას წლების მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდა.  
სწორედ მისი დაუღალავი შრომის შედეგად სკოლის საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. დირექტორის ყოველი დღე განმსჭვალული იყო მოსწავლეებსა და კოლეგებზე ზრუნვით.

etaloni.ge უსამძიმრებს მის ოჯახს, სკოლას და მთელ სასკოლო საზოგადოებას და მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღირსეული ადამიანის გარდაცვალების გამო.

მანანა ხაზალიას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არამხოლოდ დიდი ჯიხაიშის საჯარო სკოლისთვის, არამედ მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203