წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასში შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
02-11-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასში დამრიგებლის, აზა ნაფეტვარიძის ხელმძღვანელობით შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს.

მესამეკლასელებმა დამრიგებლის ხელმძღვანელობით თემატურად გააფორმეს საკლასო ოთახი და საშემოდგომო ნობათი გამოფინეს.

„ხვავრიელი შემოდგომის ზეიმი იყო III კლასში. ლექსები შემოდგომაზე ენაცვლებოდა ერთმანეთს, შემოდგომის ფერი, გემო, სილამაზე, მშრომელი ქართველი კაცის ხვავი, ბარაქა და უხვმოსავლიანობა იგრძნობოდა საგანგებოდ გაფორმებულ საკლასო ოთახში, სასკოლო ფორმებში გამოწყობილი მოსწავლეები ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს მხატვრულ კითხვასა თუ შემოდგომის თემაზე დაწერილ რეკლამებში, ინსცენირების განსახიერებაში თუ ჩურჩხელების ამოვლებაში. ნამდვილად შემოდგომის გაზაფხული ზეიმობდა III კლასის ბავშვებში შემოდგომის სიმფონიის მელოდიის ფონზე“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203