„პედაგოგის პროფესია ჩემთვის ყველაფერია“- მაია მესხია, წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის დირექტორი
02-11-2022

რა არის მისი საყვარელი ფრაზა, კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად, რას ნიშნავს ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებზე წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის დირექტორი მაია მესხია გვპასუხობს.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- შეუძლებელი არაფერია.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- პედაგოგის პროფესია ჩემთვის ყველაფერია.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- იყო მათთვის უფროსი მეგობარი და მესაიდუმლე.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს..

- ენდე, მაგრამ შეამოწმე.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- იყო ნოვატორი.

- მოტივაციას მაძლევს...

- საქმის სირთულე. წინააღმდეგობა მაძლიერებს.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- ყველაფერი წესრიგზე მაქვს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203