ბალდის საჯარო სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულს საინტერესო ღონისძიებებით შეუერთდა
02-11-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამისთვის კი სხვადასხვა აქტივობა იმართება. ამჯერად, სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეული აღნიშნეს.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, პოსტერი დაამზადეს და პრეზენტაცია გამართეს. მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.