ბოზალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს
02-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეებმა შემოდგომას მრავალფეროვანი და ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში პირველკლასელებმა შემოდგომის შესახებ ლექსები წარმოთქვეს და საკუთარი ნიჭიერება კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს.

ბავშვებმა ასევე საშემოდგომო ნობათი გამოფინეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მუდამ მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებები იმართება, რომლებშიც მოსწავლეები ყოველთვის ხალისით მონაწილეობენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203