„ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის თავისუფალი და მეგობრული ურთიერთობა“- ავლევის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე მჭედლიშვილი
02-11-2022
რას ნიშნავს მისთვის პედაგოგის პროფესია, კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად და რას მიიჩნევს საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულად? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს  კონსტანტინე ამირაჯიბის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, მარინე მჭედლიშვილთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- რა არის თქვენი მთავარი კრედო?

- მიზანდასახულობა....

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია? 

- სიყვარულს, სიცოცხლეს და ბედნიერებას.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის... 

- თავისუფალი და მეგობრული ურთიერთობა.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- „დრო გვიჩვენებს ყველაფერს...“

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- სიფრთხილე მოსწავლეებთან ურთიერთობაში.

- მოტივაციას მაძლევს...

- ყოველი დილა იწყება მოსწავლეების ციმციმა თვალებით შემოგებებით. ჩემთვის ეს არის ბედნიერება და მოტივაცია.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- შევდივარ, მე პედაგოგი ვარ!
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203