ბაღდათის N1 სკოლის მუსიკის პედაგოგის და მოსწავლის შესრულებულმა კომპოზიციებმა სახალხო დღესასწაულზე დიდი მოწონება დაიმსახურა
02-11-2022
ბაღდათის N1 საჯარო სკოლა მრავალმხრივ ნიჭიერი პედაგოგებითა და მოსწავლეებით არის გამორჩეული.

სკოლის მუსიკის პედაგოგმა და აგრეთვე, კომპოზიტორმა ნუკრი კარკაძემ სახალხო დღესასწაულთან - „ბაღდათობა 2022“ დაკავშირებით ახალი სიმღერა - „ბაღდათო ჩემო“ შექმნა.

ასევე მე-12 კლასის სიმღერის ნიჭით დაჯილდოებულმა მოსწავლემ მარიამ გარუჩავამ სარაიონო ღონისძიებაზე კომპოზიტორ გია ყანჩელის - „ნუ მეძახი“ შეასრულა.

მარიამის შესრულებულმა შესანიშნავმა სიმღერამ მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია ყოველთვის ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების თითოეულმა წევრმა საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები ფართო საზოგადოებაში წარმოაჩინოს.

იხილეთ ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203