„მოტივაციას მოსწავლეთა გაღიმებული სახეები მაძლევს“ - საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი მაია შუშანია
02-11-2022
რას ნიშნავს მისთვის პედაგოგის პროფესია, კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად და რას მიიჩნევს საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულად? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის დირექტორთან, მაია შუშანიასთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- „შეუძლებელი არაფერია“.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- პედაგოგის პროფესია უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან ამ პროფესიის ადამიანები ახდენენ გავლენას მოზარდის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე და სკოლის შემდგომ ცხოვრებაში მათ რეალიზებაზე.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- წარმატებული სწავლა - სწავლების პროცესის განმაპირობებელი ფაქტორი.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს..

- „გაკვეთილზე მთავარია მოსწავლეები შედეგზე გაიყვანო“.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- ჩემი აზრით ყველა მოსწავლის საჭიროებებზე ინდივიდუალური მიდგომა, რადგან წარმოიქმნება დროის დეფიციტის პრობლემა.

- მოტივაციას მაძლევს...

- მოსწავლეთა გაღიმებული სახეები, მათი წარმატებები და კოლეგებთან წარმატებული თანამშრომლობა.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- სუფევს საქმიანი, მეგობრული განწყობა, როდესაც კოლეგები სკოლის საჭიროებებს და საკუთარ საჭიროებებს არ განაცალკევებენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203