ოქრუაშვილების საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა „საშემოდგომო ფესტივალი“ გამართეს
02-11-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოქრუაშვილების საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები ხშირად იმართება.

ამჯერად, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მაგული ცეცხლაძის ხელმძღვანელობით ღონისძიება - „საშემოდგომო ფესტივალი“ გამართეს.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა საკლასო ოთახი თემატურად გააფორმეს და შემოდგომის ნობათი გამოფინეს.

აღსანიშნავია, რომ ბავშვები ღონისძიებაში დიდი ხალისით მონაწილეობდნენ და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203