წალენჯიხის N6 სკოლის V-VI კლასების მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი შემეცნებითი ღონისძიება - „არითმეტიკული სირბილი“ ჩატარდა
02-11-2022
წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მათემატიკის პედაგოგმა, მაია მესხიმ V-VI კლასებში მათემატიკური შემეცნებითი ღონისძიება - „არითმეტიკული სირბილი“ ჩაატარა.

ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში მათემატიკური უნარ-ჩვევების განვითარება იყო.

შემეცნებით ღონისძიებაში ორი გუნდი - „ლუწები“ და „კენტები“ თამაშობდა.

აქტივობა გაიმართა ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ.

მოსწავლეები გუნდურად მუშაობდნენ და იზიარებდნენ ერთმანეთის აზრს. ღონისძიება გუნდ - „ლუწების“ გამარჯვებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ დამსწრე ექსპერტებმა მოიწონეს მათემატიკური აქტივობა და წარმატება უსურვეს მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203