წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო და სასკოლო კონკურსებში მონაწილეობისთვის მხატვრული ლიტერატურით დაჯილდოვდნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ძვირფასი საჩუქარი პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში მიიღეს.
საჩუქრები მოსწავლეებს სასკოლო კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ.
კერძოდ, მათემატიკის ვიქტორინაში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდნენ X კლასის მოსწავლეები, რომელთა პედაგოგი ლია სვიმონიშვილია.
ინგლისურ ენაში ჩატარებულ სახალისო ვიქტორინასა და კონკურსში კი VIII-XI კლასის მოსწავლეები დასაჩუქრდნენ, მათი მასწავლებელი კი სოფიო კევლიშვილი გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებსა და კონკურსებში, ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ.
იხილეთ ფოტოები: