„ოქროს შემოდგომა“- დიდი პამაჯის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა
02-11-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი პამაჯის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამისთვის კი სხვადასხვა აქტივობა იმართება. ამჯერად, 1-ელი, მე-2 და მე-5 კლასის მოსწავლეები ღონისძიებაში - „ოქროს შემოდგომა“ მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა მოამზადეს და წარმოადგინეს შემოდგომის კუთხე, მოაწყვეს ნახატების გამოფენა, ფერადი ფოთლებითა და ხილით შექმნეს აპლიკაციები, წაიკითხეს ლექსები და იმღერეს შემოდგომაზე.
მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს