
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს აქტივობები ეძღვნება.
ამჯერად, სკოლაში აქტივობები, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, პედაგოგ დავით პირტახიას ხელმძღვანელობით გაიმართა.
24 ოქტომბერს პრეზენტაცია ჩატარდა, სადაც პედაგოგმა კოლეგებს მედიაწიგნიერების კვირეულის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
25 ოქტომბერს საუბრები და პრეზენტაციები ყალბი და ნამდვილი ამბების, ფეიკ ნიუსისა და სიძულვილის ენის შესახებ, მშობლების ჩართულობით, გაიმართა.
ასევე, დავით პირტახიას ხელმძღვანელობით, 28 ოქტომბერს ტესტირება ჩატარდა. ტესტირებაში 1-ელი - მე-6 კლასის 16 მოსწავლე მონაწილეობდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები მათ სპეციალურად დაწესებული პრიზები გადაეცათ.