ხონის N1 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე „ჰელოუინი“ აღნიშნეს
მოსე ხონელის სახელობის ქალაქ ხონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამისთვის კი სხვადასხვა აქტივობა იმართება. ამჯერად, VIIა კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე „ჰელოუინი“ აღნიშნეს. ამ ტრადიციის შესახებ ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
„ჰელოუინი“ დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 31 ოქტომბერს, დასავლური ტრადიციით ყველა წმინდანის დღის წინა დღეს. აღნიშვნის დროს ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა - თამაშები, ფოიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, „მოჩვენებებიანი სახლების“ მონახულება, საზარელი ისტორიების თხრობა და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები. „ჰელოუინთან“ არის დაკავშირებული გოგრებში თვალებისა და პირების ამოჭრის ტრადიცია.
იხილეთ ფოტოები: