ჟოშხის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეული მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით წარიმართა 
02-11-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს სხვადასხვა აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად სკოლაში ჩატარდა მედიაწიგნირების დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც 18-დან 25 ოქტომბრამდე გაგრძელდა.

მოსწავლეები კვირეულის ფარგლებში მედიაწიგნიერების როლისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. ასევე შექმნეს რეფერატები, დაამზადეს ბუკლეტები და პლაკატი.

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები აგრეთვე კონკურსში მონაწილეობდნენ, სადაც გამოავლინეს თუ რა ცოდნა შეიძინეს მედიაწიგნიერების შესახებ.

მოსწავლეებს  მედიაწიგნიერების შესახებ გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები.

აღსანიშნავია, რომ ჩატარებული კვირეულის ფასილიტატორი ბუნებისმეტყველების კონსულტანტ-მასწავლებელი მაია ფხაკაძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203