ბეჟანოს საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს
02-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები ხშირად იმართება.
ამჯერად სკოლაში შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს, სადაც მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ტრადიციული ქართული ჩურჩხელები ამოავლეს და ცეკვები - „მთიულური“ და „აჭარული“ შეასრულეს. ასევე მოეწყო ნახატების გამოფენა და სხვა.
მოსწავლეებმა ასეთი მრავალფეროვანი აქტივობებით გააცილეს „ოქროსფერი შემოდგომა“.