„ორგანიზმების სისტემატიკა“- მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო რესურსი შექმნეს
02-11-2022
წყალტუბოს მუნიპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა მე-7 კლასში. მოსწავლეებმა ბიოლოგიის მასწავლებლის მარინე ფხაკაძის ხელმძღვანელობით, თემაზე - „ორგანიზმების სისტემატიკა“ იმუშავეს. მათ საკითხი კარგად შესწავლეს, შემდეგ კი თვალსაჩინო რესურსი შექმნეს.
გაკვეთილმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.