ტაბახმელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, „ჰელოუინი“ აღნიშნეს
02-11-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ამისთვის კი სხვადასხვა აქტივობა იმართება. ამჯერად, მოსწავლეებმა, ინგლისური ენის მასწავლებლის ინგა კახაძის ინიციატივით, „ჰელოუინი“ აღნიშნეს. 

მათ „ჰელოუინის“აღნიშვნის ტრადიციის შესახებ ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს, სოფელში ტკბილეული შეაგროვეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ჰელოუინი დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 31 ოქტომბერს, დასავლური ტრადიციით ყველა წმინდანის დღის წინა დღეს. აღნიშვნის დროს ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა - თამაშები, ფოიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, „მოჩვენებებიანი სახლების“ მონახულება, საზარელი ისტორიების თხრობა და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები. ჰელოუინთან არის დაკავშირებული გოგრებში თვალებისა და პირების ამოჭრის ტრადიცია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203