„დრო, როცა ყველაფერი ფერადია“- წნორის N3 საჯარო სკოლის მე-3 კლასში შემოდგომას ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა
02-11-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, მე-3 კლასში ღონისძიება - „დრო, როცა ყველაფერი ფერადია“, მოეწყო. ღონისძიება შემოდგომას მიეძღვნა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და სხვადასხვა ნომერი შეასეულეს. 

ბოლოს პატარებმა ხილი და გემრიელი თათარა დააგემოვნეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203