ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და შემეცნებითი გუნდური თამაშები ხშირად იმართება.ამჯერად სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის შიდასასკოლო ჩემპიონატი - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა, რომელშიც VII- XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ჩემპიონატის მიმდინარეობისას მონაწილე მოსწავლეები ღირსეულ კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს, შედეგად:
- I ადგილი დაიკავა - XI კლასმა;
- II ადგილი დაიკავა - XII კლასმა;
- III ადგილი დაიკავა - VIII კლასმა.
აწყურის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ელენე ლურსმანაშვილს ღონისძიების ორგანიზებისთვის. ასევე წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შემდგომ ეტაპზე.
იხილეთ ფოტოები: