„ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის მასწავლებლის ცხოვრების წესი“- ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი შახალ ისმაილოვი
02-11-2022
რას ნიშნავს მისთვის პედაგოგის პროფესია, კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად და რას მიიჩნევს საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულად? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლის დირექტორ შახალ ისმაილოვთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- ყველა ომს, მასწავლებლები იგებენ!

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- პროფესია პედაგოგი?! არის ცოდნა, რომელსაც წიგნებიდან ვიღებთ და რომლის შესახებაც არავინ იცის ჩვენი მასწავლებლის გარდა.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- მასწავლებლის ცხოვრების წესი.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს... 

- გახსოვდეს, რომ მასწავლებლობა ხელობა არ არის, ეს ღვთის სამსახურია.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- მასწავლებლობა, ყველაზე რთული და ამავდროულად საინტერესო პროფესიაა, რთულია იმიტომ, რომ შენ გაბარია ადამიანის მომავალი.

- მოტივაციას მაძლევს... 

- „იმას ვაკეთებ, რისი კეთებაც ყოველთვის მინდოდა. სწორედ ისეთი მასწავლებელი ვხდები, როგორიც სულ მსურდა, ვყოფილიყავი“.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- ყველა მასწავლებელი და მოსწავლე მოტივირებულია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203