ოდიშის N1 სკოლაში მედიაწიგნიერების დღეს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით გაჯერებული კვირეული მიეძღვნა
02-11-2022
ალექსანდრე საჯაიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს სხვადასხვა აქტივობებს უძღვნიან.

რა თქმა უნდა, სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც მედიაწიგნიერების დღე, რომელსაც კვირეული მიეძღვნა. 

კვირეული მრავალფეროვანი აქტივობებით წარიმართა და წარმატებით დასრულდა. ღონისძიებები მოსწავლეებისა და პედაგოგების ჩართულობით, ამ კუთხით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა.

მთელი კვირის განმავლობაში სკოლაში საინტერესო აქტივობები განხორციელდა.

„ტექნოლოგიების ეპოქაში, სადაც ინფორმაცია ელვის სისწრაფით ვრცელდება, რთულია ინფორმაციის მომხმარებელი მედიაწიგნიერების გარეშე გაუმკლავდეს ყალბი ინფორმაციით გამოწვეულ მავნე ზეგავლენას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203