„მითი კინოფილმში - „ნიბელუნგების ბეჭედი“- ხაშურის N7 საჯარო სკოლაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
02-11-2022
ხაშურის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად სკოლის მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილი თემაზე - „მითი კინოფილმში - „ნიბელუნგების ბეჭედი“ ჩაუტარდათ, რომლის მიზანი ფილმის სიუჟეტური დეტალების შესაბამისი მუსიკალური ფრაგმენტების ამოცნობა იყო.
თემატური ბლოკი მუსიკა სამყაროში და სამყარო მუსიკაში გახლდათ, ხოლო სარეკომანდაციო თემა - „მითი და რეალობა მუსიკაში“ იყო.
თემის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამუშავეს საკითხი მითოლოგიური აზროვნება კინომუსიკაში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და ხალისით იმუშავეს.