კლდის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების დღე საინტერესოდ აღინიშნა
02-11-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს სხვადასხვა აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში პედაგოგების - ეკატერინე სამსონიძისა და შორენა ჭყოიძის ხელმძღვანელობით მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა.
პირველ ეტაპზე მოსწავლეებს ჩაუტარდათ გაკვეთილები მედიაწიგნიერების შესახებ, თუ რას ნიშნავს მედიაწიგნიერება, რა არის ინფორმაცია, როგორ დავიცვათ თავი ყალბი ინფორმაციისაგან და სხვა.
შემაჯამებელ აქტივობად ჩატარდა კონფერენცია, სადაც VII- XII კლასის მოსწავლეები, კერძოდ: დავით ზუმაძე, თამარ კურტანიძე, ლიზი გალდავა, ილია მელიქიძე, ნუცა დევნოსაძე, გიორგი ჭინჭარაული, დაჩი მელიქიძე, ანანო ლაცაბიძე, ანა-მარია კურტანიძე, ლიზი დიასამიძე, ნია ტალახაძე, მარიამ გოგოლაძე, დილარი მელიქიძე, ეკა ზუმბაძე და თამარ დევნოსაძე მონაწილეობდნენ.
ბავშვებმა სასკოლო აუდიტორიას პრეზენტაციები წარუდგინეს, რამაც მსმენელებში დიდი დაინტერესება და ემოციები გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექციამ მოსწავლეები აქტიური მონაწილეობისათვის მადლობის ნიშნად დააჯილდოვა სიგელებით.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს