წყალტუბოს N1 სკოლის XI-X კლასების მოსწავლეებმა შავი ზღვის დაცვის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს
02-11-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ სხვადასხვა საინტერესო აქტივობები ხშირად ხორციელდება.
ამჯერად, XI - X კლასების მოსწავლეებმა შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარადგინეს. XI კლასის დამრიგებელი ინგა არაბიძეა ხოლო, მე-10 კლასს ნათელა ბაზაძე ხელმძღვანელობს.
„მოსწავლეებმა ხაზგასმით ისაუბრეს შავი ზღვის წინაშე არსებული პრობლემების შესახებ და აღნიშნეს, რომ არ არის საკმარისი მხოლოდ საუბარი არსებულ პრობლემებზე. მთავარია დავსახოთ განვითარების მიზნები, გეგმები. ამ ყველაფერს სჭირდება ქმედებაში გადაზრდა. ასევე პრობლემა შეიძლება სრულიად არ გაქრეს, მაგრამ უნდა მოვახდინოთ მისი შემცირება და აღარ ჰქონდეს ფართომასშტაბიანი სახე; ამისთვის კი საჭიროა რეალური მიზნების დასახვა, რომელსაც რეალურად განვახორციელებთ. ჩვენ გვიყვარს შავი ზღვა და სათანადოდ უნდა გავუფრთხილდეთ მას“, - აღნიშნეს სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს