„მე ადამიანთა შორის და ადამიანები ჩემს გარშემო“- ივანდიდის საჯარო სკოლის მე-7 კლასში სადამრიგებლო საათი ჩატარდა
02-11-2022
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

კლასგარეშე აქტივობებისა თუ სადამრიგებლო საათების დაგეგმვა და განხორციელება, სკოლისთვის უცხო არ არის, რომელთაც წინასწარ გაწერილი სადამრიგებლო პროგრამების ფარგლებში კლასის დამრიგებლები ახორციელებენ.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი აქტივობა განახორციელა მეშვიდე კლასის დამრიგებელმა, ელიზა ლიპარტელიანმა.  სადამრიგებლო საათი თემაზე - „მე ადამიანთა შორის და ადამიანები ჩემს გარშემო“ ჩაატარა, რომლის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში პიროვნული განვითარების ხელშეწყობა, მეგობრული გარემოს შექმნისა და უკონფლიქტოდ ცხოვრების წესების შესწავლა.

გაიმართა დისკუსია თემებზე, თუ რატომ ქმნიან საზოგადოების წესებს, რა განსხვავებაა დაწერილ და დაუწერელ კანონებს შორის და რატომაა მნიშვნელოვანი სოციალური წესრიგი.

შეთანხმდნენ, რომ დილის მოტივაცია განსაზღვრავს „ჩვენს დღეს“ და ერთობლივად შეიმუშავეს სლოგანები:

  • „არასოდეს დანებდე!“;
  • „მარტო არ ხარ!“;
  • „მე მჯერა შენი შესაძლებლობების!“;
  • „მე ყოველთვის მოგისმენ!“;
  • „იოცნებე, დაიჯერე, შექმენი!“.
„ჩვენს აღსაზრდელებს ვუსურვებთ წარმატებებს. ეცხოვროთ უკონფლიქტოდ, მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში. კლასის დამრიგებელს ქალბატონ ელიზა ლიპარტელიანს კი ვუსურვებთ უამრავი წარმატებული თაობის აღზრდას“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203