ღების საჯარო სკოლაში ფოლკლორულ ანსამბლს უმასპინძლეს
02-11-2022
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლას შალვა ჯაფაფრიძის სახელობის ფოლკლორული ანსამბლი „რაჭა“ ესტუმრა.
ღონისძიება ჩვენი ქვეყნის, განსაკუთრებით რაჭისთვის საამაყო და სასიქადულო იუბილარი პოეტის, მურმან ლებანიძის 100 წლისთავს მიეძღვნა.
„კონცერტზე წარმოდგენილი იყო პოეტის რჩეული ლექსები და რაჭული, კერძოდ ღებური მუსიკალური ფოლკლორის ნიმუშები.
ღების საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მადლობას უხდის: ონის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, მალხაზ ჯაფარიძეს, ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელს, ირემა ჯაფარიძესა და მთელ შემოქმედებით ჯგუფს მობრძანებისთვის, საინტერესო და მრავალფერფოვანი ღონისძიების წარმოდგენისთვის, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენს მოსწავლეებსა და იქ დამსწრე საზოგადოედბაზე“, - აღნიშნეს სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს