მედანის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდნენ
02-11-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები ხშირად იმართება.

სკოლაში ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა, რის შემდგომაც ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს III-IV კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე წაეყვანათ.

ბავშვები პედაგოგებთან ერთად დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმს ეწვივნენ. ბავშვები, მუზეუმის ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროგრამაში - „ოქროსფერი შემოდგომა“ აქტიურად ჩაერთნენ.

მონაწილეებს გიდის თანხლებით ჩაუტარდათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნენ დადიანების უნიკალურ კოლექციას.

ბავშვები ასევე გაეცნენ პრეზენტაციას შემოდგომაზე, შემდეგ კი ჩაერთნენ სახალისო პრაქტიკულ სამუშაოში, სადაც საკუთარი ფანტაზიით შექმნეს შემოდგომის სურათები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203