ნაქალაქევის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
02-11-2022
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

პირველ კლასში „ანბანის შემობრძანებას“ მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა.

მასწავლებელმა საინტერესო აქტივობებით გააცნო პირველკლასელებს „ა“ და „ი“. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები და მონდომებით ასრულებდნენ სხვადასხვა აქტივობას. 

პირველკლასელებს ანბანის ჯადოსნურ სამყაროში პედაგოგი სვეტლანა ზედგინიძე შეუძღვათ.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებისთვის ქართული ანბანის სწავლის დაწყება მათ სასკოლო მეხსიერებაში მუდამ სასიამოვნოდ დარჩება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203