საჩინოს თემის N2 სკოლაში შავი ზღვის საერთაშორისო დღეს სახალისო ვიქტორინა მიეძღვნა
02-11-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო და შემეცნებით აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად სკოლაში 31 ოქტომბერი, შავი ზღვის საერთაშორისო დღე სახალისო ვიქტორინა - თამაშით აღნიშნეს, სადაც VII - XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა უყურეს ვიდეოგაკვეთილს შავ ზღვაზე და გაიგეს ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია.

„თქვენ იცოდით, რომ შავ ზღვაში დინება ველოსიპედის ფორმით ყოფილა, ან რომ მას ორსართულიანს უწოდებენ?“ - მსგავსი სახალისო ფაქტების გაგებამ ბავშვები აღაფრთოვანა.

აღსანიშნავია, რომ აქტივობის ავტორი ბუნებისმეტყველების და ბიოლოგიიის მასწავლებელი ანნა წულაია გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203