თბილისის N31 საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ზარდიაშვილი იტალიური ენის წლის საუკეთესო მასწავლებლია
01-11-2022

თბილისის N31 საჯარო სკოლის პედაგოგმა ნანა ზარდიაშვილმა 2022 წლის იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული მოიპოვა. 

გამარჯვებულ მასწავლებელს სპეციალური სიგელი და პრიზი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გადასცა და საქართველოში იტალიური ენის სწავლების გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

სკოლაში პედაგოგის მოღვაწეობის დაფასებას ზეიმობენ და მას წარმატებას ულოცავენ. 

„ქალბატონო ნანა, თბილისის N31 საჯარო სკოლა ამაყობს თქვენი წარმატებით“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში.

2022 წლის იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით გაიმართა.

საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მის მთავარ მიზანს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, პრესტიჟის ზრდის ხელშეწყობა და წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა წარმოადგენს.

საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, სულ მცირე სამწლიანი სამუშაო გამოცდილებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203