ჩამდურის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა საშემოდგომო კომპოზიციები შექმნეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე შემოდგომის შესახებ საინტერესო კომპოზიციები მოამზადეს. მოსწავლეები აქტივობის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„მოსწავლეებისათვის სასიამოვნო და სასარგებლოა აქტივობებში ჩართვა, სადაც პროდუქტს თავიანთი ხელებით ქმნიან“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: