ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს
01-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, მასწავლებელ ანნა პეტროსიანის ხელმძღვანელობით, მე-9 კლასის მოსწავლეებმა გუნდურად იმუშავეს. მათი თემა „მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა“ იყო. მათ პრეზენტაციები - ნიუ-იორკში „ტყუპ კოშკებზე თავდასხმა“ და „COVID 19 პანდემია” მოამზადეს.
მოსწავლეებმა თემები დიდი მონდომებით მოამზადეს, მათ ინფორმაცია მოამზადეს და ცოდნა სხვებსაც გაუზიარეს.