თბილისის N115 სკოლის სამმა მოსწავლემ izrune.ge-ს ოქტომბრის შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი მოიპოვა
თბილისის N115 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანანო ბერძენიშვილი, ემილი კაკაბაძე და ბადრი ნადირაძე მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge-ს აქტიურად არიან ჩართულნი და მამოტივირებელ და განმავითარებელ ტესტებს დიდი ინტერესით ასრულებენ.
ისინი „იზრუნე.ჯი“-ს დიდი ოჯახის წარმატებული და ბეჯითი წევრები არიან. ისინი
izrune.ge-ს ოქტომბრის შემაჯამებელი ტესტის წარმატებით გავლისთვის ოქროს დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები: