ახაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინჟინრო ტექნოლოგიების კვირეულში ჟიურის რჩეული გუნდის სტატუსი მოიპოვეს
01-11-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო ღონისძებასა და კონკურსში აქტიურად ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლის Tech club-ის მოსწავლეები საინჟნრო ტექნოლოგიების კვირეულში მონაწილეობდნენ. მათ ჟიურის რჩეული გუნდის სტატუსი მოიპოვეს.

მოსწავლეებმა გლობალური პრობლემების გადასაჭრელად, ერთი კვირის განმავლობაში, ინოვაციური საინჟინრო ტექნოლოგიური იდეები შეიმუშავეს და პროდუქტის პროტოტიპები შექმნეს. მათ პროექტის დასკვნით ეტაპზე ჟიურის წინაშე საინტერესოდ წარმოადგინეს თავიანთი გამოგონების პრეზენტაციები.

პროექტი ხორციელდება გურჯაანის ტექნოპარკის ინიციატივით, GITA • Tech Park-ის დაფინანსებითა და ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის მხარდაჭერით.

„პროექტი მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ახალგაზრდების დაინტერესებას საინჟინრო ტექნოლოგიებით, მეორე მხრივ, კი ინოვაციური სტარტაპ პროექტების შექმნას ინჟინერიის დარგში.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და პროექტის ყველა მონაწილეს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაცაში. 

იხილე ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203