ფოთის N7 სკოლის პედაგოგებმა - ანა კვასხვაძემ და მაყვალა მესხმა გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელეს
02-11-2022
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო, მრავალფეროვან და მნიშვნელოვან პროექტებს ხშირად სთავაზობენ.

ამჯერად, პედაგოგებმა - ანა კვასხვაძემ და მაყვალა მესხმა კოლხეთის ეროვნულ პარკთან ერთად განახორციელეს პროექტი, რომელიც 31 ოქტომბერს, შავი ზღვის დაცვის დღეს მიეძღვნა. 

პრეზენტაცია გახსნა კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურების უფროსმა სპეციალისტმა, მანანა ჩიქოვანმა. მან მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით ისაუბრა შავი ზღვის პრობლემებისა და დაცვის პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია შავი ზღვის მნიშვნელობისა და მისი მოვლის აუცილებლობის შესახებ, თავად მოაგროვეს ინფორმაცია და გაუზიარეს მსმენელს. პროექტის მეორე ნაწილმა გადაინაცვლა ზღვის სანაპიროზე და მოსწავლეებმა დაასუფთავეს სანაპირო ზოლი.

„დიდი მადლობა მასპინძლობისთვის კოლხეთის ეროვნული პარკის დირექტორს, ბატონ დავით გრიგოლიას და მის გუნდს. ასევე ქალბატონ მაყვალა მესხსა და ანა კვასხვაძეს, რადგან თავის მოსწავლეებსა და სკოლას ანებივრებენ სხვადასხვა აქტივობებით, უზრდიან მოსწავლეებს მოტივაცის საგნის მიმართ და უვითარებენ მოქალაქეობრივ უნარ-ჩვევებს“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203