ფოთის N7 საჯარო სკოლაში, პედაგოგ ნატალია ხოფერიას ორგანიზებით, საინტერესო საგანმანათლებლო თამაში გაიმართა
01-11-2022
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლაში საინტერესო თამაში გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები ძალიან აქტიურად ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

აქტივობის ორგანიზატორი პედაგოგი ნატალია ხოფერია იყო.

„თამაში წარიმართა ხალისიანად, მოსწავლეები გამოხატავდნენ გულწრფელ ემოციას. მოგებისა და წაგების დროსაც, გულშემატკივრობდნენ მეგობრებს.
მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლეს სკოლის ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისთვის და ასევე ორგანიზატორ პედაგოგს ნატალია ხოფერიას, თავის გუნდთან ერთად“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203