გურჯაანის N2 საჯარო სკოლის მეორეკლასელებს ბიბლიოთეკაში ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ 
01-11-2022
გურჯაანის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან, საინტერესო და შემეცნებით გასვლით აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.

ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი ხათუნა იმედაშვილი გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. მოსწავლეებმა ბიბლიოთეკა დაათვალიერეს და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

აქტივობის ფარგლებში მოეწყო ღია გაკვეთილი, სადაც ალექსეი ტოლსტოის წიგნიდან - „ბურატინოს თავგადასავალი“ მონაკვეთები წაიკითხეს.

აღსანიშნავია, რომ მეორეკლასელებისთვის აქტივობა საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203