ფოთის N7 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
01-11-2022
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში შემოდგომის ზეიმი გაიმართა. 

ღონისძიებას I და III კლასის პედაგოგებმა, ნანა შენგელიამ და ქეთევან ბერაიამ, ხელოვნების პედაგოგთან ირმა გაგუასთან ერთად უხელმძღვანელეს.

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ ისაუბრეს წელიწადის ამ დროზე, იმღერეს და წაიკითხეს ლექსები.

„გაკვეთილი შემოდგომასავით  ფერადი იყო, საოცრად საინტერესო, ხალისიანი და აქტიური, სადაც დავინახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწავლა კეთებით. მოსწავლეები უჩვეულოდ აღფრთოვანებულები და კმაყოფილები იყვენ კონკრეტული დღით, რადგან თვითონ შექმნეს, დახატეს, ააწყვეს სხვადასხვა საგნები, მოიტანეს შემოდგომის ფოთლები.
მადლობას ვუხდით პედაგოგებს ნანა შენგელიას, ქეთევან ბერაიასა და ირმა გაგუას ამ საინტერესო დღისა და აქტიური გაკვეთილისთვის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203