კაჭრეთის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა დასუფთავების აქცია გამართეს
01-11-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს დიდ ყურადღებას უთმობენ და სწორედ ამიტომ სხვადასხვა აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, VI კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ეკა სხირტლაძესთან და სპეციალურ მასწავლებელ ხატია გეთიაშვილთან ერთად სკოლის ეზოსა და შემოგარენში დასუფთავების აქცია მოაწყეს. აქციაში სსსმ მოსწავლეც მონაწილეობდა.

აქციის მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მწვანე და სუფთა გარემოს შენარჩუნება და ამ კუთხით მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა იყო.

აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვით აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203