„შემოდგომა ჩემს ქალაქში“- დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლაში ონლაინ ფოტოგამოფენა მოეწყო
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-8 კლასის დამრიგებლის, ირინა ფიროსმანაშვილის ორგანიზებით ონლაინ ფოტო გამოფენა თემაზე - „შემოდგომა ჩემს ქალაქში“ მოეწყო.
გამარჯვებული მოწონებების რაოდენობით 4 ნოემბერს გამოვლინდება, რომელიც განსაკუთრებული სიურპრიზით დაჯილდოვდება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობით მოსწავლეები ასევე შემოქმედებით ნიჭს ივითარებენ.