მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებით გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, ისტორიის პედაგოგმა მარიცა ბლიაძემ XI კლასის მოსწავლეები პრეისტორიული ხანის საქართველოს არქეოლოგიური არტეფაქტების გასაცნობად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში წაიყვანა.
მოსწავლეები - „გაკვეთილი მუზეუმის“ ფარგლებში წარმოდგენილ მასალას გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებისთვის მუზეუმში სტუმრობა დადებითი ემოციებით აღსავსე იყო და რაც მთავარია, მეთერთმეტეკლასელებმა მეტად საჭირო, მნიშვნელოვანი ცოდნა მიიღეს.
იხილეთ ფოტოები: