„ჩვენი ქვეყნის ბუნება“- დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის II კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
01-11-2022
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო პროექტებს ხშირად სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები ხალისით ერთვებიან.
ამჯერად დაწყებითი კლასების პედაგოგმა, ბელა სულაშვილმა IIა კლასში პროექტი თემაზე - „ჩვენი ქვეყნის ბუნება“ განახორციელა, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა.
მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები: ცხოველების, ფრინველების, მწერებისა და ქვეწარმავლების შესახებ.
შემდეგ კი ჯგუფებმა დაიწყეს ფრინველებისთვის ხის სახლების დამზადება. პროექტში აქტიურად ჩაერთნენ მშობლებიც და დამზადებული საჩიტეები განათავსეს სკოლის ეზოში არსებულ ხეებზე.
მოსწავლეებს პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ.
„ბავშვები მოუთმენლად ელიან როდის დასახლდებიან ფრინველები მათ მიერ დამზადებულ სახლებში და თბილად გაატარებენ ცივ და თოვლიან ზამთარს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს