ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს სხვადასხვა აქტივობებს ყოველთვის უძღვნიან.
ამჯერად სკოლა მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს შეუერთდა.
სკოლაში შიდასასკოლო კონფერენცია XI კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა, რომელიც როგორც საბაზო და საშუალო და ასევე დაწყებით საფეხურზე წარადგინეს.
მოსწავლეებმა მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები და წარუდგინეს აუდიტორიას. ბავშვებმა ისაუბრეს ყალბი ინფორმაციისა, დეზინფორმაციის და კიბერბულინგის შესახებ; ასევე VII-VIII კლასის მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატები.
იხილეთ ფოტოები: