ოქრუაშვილების საჯარო სკოლაში საშემოდგომო ფესტივალი გაიმართა
01-11-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოქრუაშვილების საჯარო სკოლაში, დირექციისა და პედაგოგების ხელშეწყობით, მრავალფეროვანი ღონისძიებები ხშირად ტარდება.

ამჯერად III-VII კლასების აქტიური მონაწილეობით საშემოდგომო ფესტივალი გაიმართა, რომელსაც მაკა აბაშიძე და როენა ქედელიძე ხელმძღვანელობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა შემოდგომის ნობათი გამოფინეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ ბარაქიანი და მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ საშემოდგომო ფესტივალში თითოეული მოსწავლე დიდი ხალისით და ენთუზიაზმით მონაწილეობდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203