ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი - HELLADOS ნახეს
01-11-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით აქტივობები ხშირად ხორციელდება. ბავშვებისთვის პედაგოგებისა და დირექციის ხელშეწყობით სხვადასხვა საგანმანათლებლო გასვლით აქტივობებში მონაწილეობენ.
ამჯერად ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში 144-ე სეზონი გაიხსნა. რეპერტუარში ნოდარ დუმბაძის - HELLADOS შევიდა.
ზედა განთიადის საჯარო სკოლის მე-11 კლასმა და მათმა ხელმძღვანელმა, დიანა ფაღავამ გადაწყვიტეს კიდევ ერთხელ წაეკითხათ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები და სპექტაკლსაც დასწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა, მოსწავლეები კი ემოციებს ვერ მალავდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს