ქვემო ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლების შრომასა და ღვაწლს ესეები მიუძღვნეს
01-11-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს სხვადასხვა აქტივობებს უძღვნიან. მათ შორის, სასკოლო საზოგადოებამ მასწავლებელთა პროფესიული დღე შემეცნებითი აქტივობების ფონზე აღნიშნეს.
სკოლაში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ესეების კონკურსი გამოცხადდა.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა - გულნარა ტვილდიანმა და მაია კურეტიშვილმა მოსწავლეების ნაშრომების პრეზენტაციისას კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რამხელა მისია აკისრია პედაგოგს თითოეული აღსაზრდელის სულიერი განვითარებისა თუ პიროვნული თვისებების ფორმირებაში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა საკუთარ ნამუშევრებში პედაგოგთა შრომასა და ღვაწლს კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.
შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს